რუსთაველის გამზირიდან პროტესტი ოლიგარქის შუშის სასახლისკენ ინაცვლებს. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართებიან. გადაწყვეტილება ამის შესახებ აქციაზე ცოტა ხის წინ გამოცხადდა. აქციის მონაწილეების თქმით, ოლიგარქს საკუთარ მოთხოვნებსა და შეძახილებს უფრო ახლო მანძილიდან გააგონებენ.
აქცია კი დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღის 4 საათზე დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ.