პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების, "ქართული მარშის" წევრები ამბობენ, რომ არჩევნები გააყალბეს და "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავენ. მარშის ლიდერის, ირაკლი შიხიაშვიის განცხადებით, ოცნების წინააღმდეგ პერმანენტული რადიკალური აქციები დაიწყება.
ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, "ოცნებამ" დააყაჩაღა ქართველი ხახლის ნება.
"მე მინდა ვთქვა, რომ ქართველი სოროსი აღმოჩნდა თვითონ ბიძინა ივანიშვილი... ხვალიდან ქართული მარში დაიწყებს ქართული ოცნების, როგორც მთავარი გამყალბებელი შტაბის პიკეტირებას, მოთხოვნით, გაუქმდეს არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები" - თქვა ირაკლი შიხიაშვილმა.
მისი თქმით, ხმა მისი ოჯახის 7-მა წევრმა მისცა და მხოლოდ 1 დაუწერეს.