პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვები დაუხია - დაპირისპირება რუსთაველზე

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გაზირზე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლაა. როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, პოლიციელებმა მათ კარვები დაუხიეს.

ოლიგარქის შუშის სასახლესთან გამართული აქციის შემდეგ, პროტესტი ისევ რუსთაველზე, პარლამენტის წინ გაგრძელდება და როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, ამაღამ არ დაიშლებიან.

აქცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღის 4 საათზე დაიწყო. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი