"იგივეს ამბობდა რიჩარდ მაილსი 2003 წელს" - ნიკა გვარამია აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

აშშ-ს საელჩოს განცხადებას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ეხმაურება:

"იგივეს ამბობდა რიჩარდ მაილსი 2003 წელს. როგორ დამთავრდა, ყველას გვახსოვს. 
ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. როცა ისფედი და სახალხო დამცველი, მთავარი ლოკალური არასამთავრობო ორგანიზაციები უმძიმეს დარღვევრბს აფიქსირებენ, ამგვარი განცხადება, მინიმუმ, ნაჩქარევი და არაკორექტულია. და რაც მთავარია, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს. ვწუხვარ, მაგრამ ასეა: მთავარი ჩვენი გულშემატკივრებიც უშვებენ ხოლმე შეცდომებს", - 
წერს ნიკა გვარამია

"ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება", - წერია აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი