ნიკა მელია 43,88%, ლევან კობიაშვილი 42,69% - გლდანში მეორე ტური გაიმართება

გამოქვეყნდა:

გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ცესკომ უკვე ხმების 100% დათვალა, მონაცემების მიხედვით, ოლქში მეორე ტური გაიმართება, სადაც მონაწილეობას "ქართული ოცნებიდან" ლევან კობიაშვილი და გაერთიანებული ოპზოიციიდან, ნიკა მელია მიიღებენ.

ოლქში პირველი ტურის მიხედვით, ნიკა მელია ლიდერობს.

ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 42,69%;
  • გაერთიანებული ოპოზიცია ენმ - 43,88%;

გლდანში სულ 115 უბანია.

ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი