მე არ მივიღებ მეორე ტურში მონაწილეობას - გიორგი ბოტკოველი

გამოქვეყნდა:

ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. განცხადება მან ამის შესახებ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მე არ მივიღებ მეორე ტურში მონაწილეობას. მე არ შევალ იმ პარლამენტში, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას ... ეს არის არაღიარებული და არალეგიტიმური არჩევნები - ამბობს გიორგი ბოტკოველი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, აქციაზე იმყოფება და სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან და მოსახლეობასთან ერთად, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს.

ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა ახმეტაში, გიორგი ბოტკოველმა ხმების 40,43%, ხოლო მისმა კონკურენტმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილმა 47,26% აიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი