ბექა ოდიშარია 44,81%, შალვა შავგულიძე 29,45% - მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება

გამოქვეყნდა:

მთაწმინდა-კრწანისსი მაჟორიტარულ ოლქში ცესკომ უკვე ხმების 100% დათვალა, მონაცემების მიხედვით, ოლქში მეორე ტური გაიმართება, სადაც მონაწილეობას "ქართული ოცნებიდან" ბექა ოდიშარია და გაერთიანებული ოპზოიციიდან კი შალვა შავგულიძე მიიღებენ.

ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" -  44,81%;
  • გაერთიანებული ოპოზიცია "ევროპული საქართველო" - 29,45%;
  • "ლელო" - 8,93%

მთაწმინდა-კრწანისის ოლქში სულ 78 უბანია.

ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი