ცესკომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში დათვლილი ხმების მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურში "ქართულ ოცნებას" და გია ვოლსკის "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დაუპირისპირდება.
პირველად გამოქვეყნებული მონაცემებით, მეორე ტურში ჯაფარიძეს 9 ხმით დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე უგებდა. მოგვიანებით ეს მონაცემები თავად ცესკომ შეცვალა.
ბოლო მონაცემები შემდეგია:
დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში სულ 104 უბნია.
ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".
აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.