ქუთაისში ხმების დათვლა დასრულდა. საოლქო კომისიის მდივნის ინფორმაციით, მონაცემები უკვე გადაგზავნილი და ატვირთულია ცესკოს ოფიციალურ გვერდზე.
როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, ქუთაისში მეორე ტური, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, ასევე მერის ასარჩევად გაიმართება. #59-ე საოლქო კომისიაში 21 საჩივარია შესული. მათი განხილვა დღეს დაიწყება. ყველა საკითხი პროცედურულ დარღვევებზეა და ის მონაცემებზე გავლენას ვერ მოახდენს.