ნიკა მელიას საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევა ორჯერ დაუპირეს - ივანიშვილის პარტიის წარუმატებელი მცდელობები

გამოქვეყნდა:

2020 წლის 31 ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ" მეორედ მიიღო მითითება, ნიკა მელიასთვის საპარლამენტო მანდატი ჩამოერთმია. Ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა კი დამსახურებუილი და დამაჯერებელი უპირატესობა, რომელიც 2019 წლის 13 დეკემბერს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მარტომ მთელი სახელისუფლებო მანქანის წინააღმდეგ მოიპოვა, სწორედ არჩევნებით დაადასტურა.

გლდანში არჩევნები არ ჩატარებულა, ეს იყო ომი. გლდანში არჩევნები ომს ნაშუადღევს დაემსაგვსა, როცა დადასტურდა, რომ ქართული ოცნების კანდიდატი მნიშვნელოვნად აგებდა. Ბოლო წლების ქართული არჩევნებისთვის დამახასიათებელი ბირჟა საარჩევნო უბნებთან დანაშაულის ადგილად იქცა, კალაძის საძმოს მობილიზება გლდანში ორ მიზანს ემსახურებოდა.

Გლდანის საარჩევნო კრიმინალურ დრამას მეორე არანაკლებმნიშნოლოვანი სამიზნე აუდიტორიაც ჰყავდა - ოპოზიციის დამკვირვებლები უბნებზე, რომლებიც საშუალებას არ აძლევდნენ კარუსელი დაეტრიალებინათ. Კალაძის აგრესული შპანა მათ პროვოცირებას შეურაცხყოფებით ცდილობდა

Ცდილობდა ფიზიკურადაც. Თავად ნიკა მელია კი ასე ადვილად  მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით მთელი დღე შტაბიდან არ გასულა. 

Სანამ ცესკო ფიქრობს, როგორ გააფორმოს დანარჩენი ოქმები იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი შედეგები დასვას, ნიკა მელიამ თავისი გადაწყვეტილება გააფორმა. ნიკა მელიამ, ვიდრე მისი და სხვა ოპოზიციური პარტიები ჯერ საკუთარ და შემდეგ ლეიბორისტების ოფისში საბოლოოდ მოითათბირებენ და სანამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად დათქმული  მომავალი კვირადღე მოვა, Როგორც 2019 წლის 13 დეკემბერს, მარტომ სახელმწიფო მანქანის წინაშე, ყოველ შემთხვევაში პირველმა დანამდვილებით, დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი