არჩევნების დღეს კოტე კემულარია ჩვეულებრივ ხმის მისაცემად ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად, მთაწმინდაზე, საკუთარ უბანზე მივიდა. საღამოს კი აღმოაჩინა რომ იმ უბნიდან ვერცერთი ხმა ვერ მიიღო.
კოტე კემულარია ამ დრომდე ითხოვს შემაჯამებელ ოქმებს უბნიდან, სადაც თავად და მისი ოჯახის წევრებმა მისცეს ხმა, მაგრამ ის ჯერ მხოლოდ ცესკოს ვებგვრედზეა ატვირთული და იქ ჩანს, რომ კემულარიას ნული ხმა აქვს მიღებული.
ამავე დღეში აღმოჩნდა მისივე თანაგუნდელი გივი ჭიჭინაძეც.
800-დე კაცია მოსული, ყველას აქვს ხმა მიღებული, ჩემს გარდა, - ამბობს გივი ჭიჭინაძე.
აღსანიშნავია, რომ ესეც ხდება იმ უბანზე, სადაც ხმა თავად ჭიჭინაძემ და მისი ოჯახის წევრებმა მისცეს. ოქმის აქტივობა 794 ადამიანია, მაგრამ თუკი დავაჯამებთ სულ სხვა ციფრს -786 მივიღებთ. აქ არაა მთავარი ვიცოდეთ რთული მათემატიკა, გამრავლება ან განტოლების ამოხსნა. მთავარია მარტივი ცფირებით ვიხელმძღვანელოთ: ორს მივუმატოთ ორი. თუმცა ფაქტი სახეზეა, ცეესკოს არათუ მიმატება, არამედ მარტივი ლოგიკაც დაავიწყდა. აღარ ვსაუბრობთ სიებში მკვდარ სულებზე, კარუსელებზე, უამრავ უცხო ადამიანზე, რომელსაც მთელი დღის მანძილზე მოქალაქეები ფეისბუქით აზიარებდნენ, რომ სახლში, მათ მისამართზე ჩაწერილი იპოვეს, ასევე, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებზე, ვისთანაც ყუთი მხოლოდ იმიტომ არ მიიტანეს, რომ ხმის მიცემას ოპოზიციისთვის გეგმავდნენ.
თუმცა, არჩევნების ყველაზე მნშვნელოვანი დარღვევის შემოქმედი მაინც თამარ ჟვანია გახდა. ცეესკოს ოქმებში ან ადამიანები ქრებოდნენ, ან ჩნდებონენ. ამ რთული კოსმოსური სინგულარობის არსი ისევ და ისევ იმ ბრძენმა კაცმა იცის. ფაქტია, რომ ცესკოს არამხოლოდ მიმატება, მარტივი ლოგიკაც დაავიწყდა.
ხელისუფლემა კვალავაც წარმატებით აგრძელებს დათესოს საზოგადოებაში ნიჰილიზმი, რომ აზრი არა აქვს, წავალთ თუ არა არჩევნებზე. საბოლოოდ მაინც ისინი მოვლენ, მოვლენ გაყალბებებით, ტერორით, სახელმწიფო ბერკეტების საშუალებით.
თუმცა ეს რუსული თამაშის წესებია, რომელშიც შენ შეთრევას ცდილობენ, რომ დაკარგო იმედი და დაიჯერო, რასაც ბიძინა გეუბნება - საქართველო ერთი დიდი სოფელიაო. მ
მაგრამ მთავარია, შენ რა გინდა. შენ რას ფიქრობ, შენს ქვეყანაზე, ირჩევ ცვლილებებს და მომავლს თუ უბრალოდ რჩები უკან, საიდანაც შენი წინაპრები სისხლით და სწავლით გამოსვლას საუკუნეები ცდილობდნენ.
მთავარია ახლა შენ რას ირჩევ...