Ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება მარნეულში არავის უკვირს - მოჯადოებულ წრეზე სიარული, როგორც ჩანს, ჩვენი სტილია. 2020 საპარლამენტო არჩევნებს საარჩევნოდ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში დაძაბულობის გარეშე არც წელს ჩაუვლია.
Დაძაბულობისა და ხმაურის ფონზე მარნეულში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მარნეულში ჩამოვიდა, საარჩევნო პროცესს გაეცნო და ისაუბრა იმის მნიშვნელობაზე, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების დაშინება და შანტაჟი.
Მოგვიანებით, მარნეულის ქუჩებში სპეციალური დანშნულების რაზმი გამოჩნდა. შეიარაღებული სამართალდამცავები ყვითელი ავტობუსებიტ ჩამოიყვანეს.
Პოლიციის დიდი რაოდენობა და სპეციალური დანიშნულების რაზმი კი ქუჩებში მას შემდეგ გამოჩდნენ , რაც საარჩევნო უბნები დახიურა. Მათი დიდი მობილიზება იყო 3 საარჩევნო უბანზე, სადაც დამკვირვებლის განცხადებით , კენჭისყრის ოთახში ელექტოროენერგია გათიშეს და ამ დროს მოხდა ბიულეტენის ჩაყრა.
Მას შემედგ კი, რაც საოლქოში ყველა უბნის ბიულეტენი მიიტანეს და ოქმები დათვალეს, დაახლოებით ღამის 3 საათისთვის 22 საოლქო საარჩევნო კომისიის წინ ისევ გამოჩნდენ იარაღიანი სამართალდამცავები.
Ერთიდაიგივე ადამინის მიერ Რამდენიჯერმე არჩევანის გაკეთება, საარჩევნო უბანზე უცხოეთში მცხოვრები ადამაიანების ნაცვლად მისული ამომრჩეველი, ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის მცდელობა, ე.წ კარუსელი - ყველა ეს ფაქტი არასამათავრობო და ოპოზიციის წარმოამდგენლებმა მარნეულში არაერთ უბანზე გამოავლინეს. 18 საარჩევნო უბანზე საერთოდაც, შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა . Საბოლოო ჯამში, ცესკომ, როგორც დანარჩენ ამომრჩევლებს, მარნეულელებსაც უთხრა რომ აქ არა ჩვენ, არამედ - მხოლოდ ერთი კაცი წერს, ითვლის და აჯამებს ყველაფერს.