ანა დოლიძე ცესკოში მივიდა, თუმცა არ შეუშვეს. როგორც დაცვამ მას უთხრა, ცესკოს ხელმძღვანელები ადგილზე აღარ იმყოფებიან.

დოლიძე თამარ ჟვანიას ადმინისტრაციას მის ოლქში და ზოგადად ქვეყანაში, არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.

ცესკომ ხმების 100% დედაქალაქშიც და რეგიონებშიც უკვე დათვალა. ოფიციალური მონაცემებით, დოლიძეს, რომელიც კენჭს დიდუბე-ჩუღურეთში იყრიდა,  20,96% -იანი მხარდაჭერა აქვს.

მეორე ტურში დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "ქართული ოცნებიდან" გია ვოლსკი და "გირჩიდან" ზურა ჯაფარიძე გავიდნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი