ახლა აუცილებლად უნდა ვიყოთ ქუჩაში, არჩევნები არ დამთავრებულა - თინა ხიდაშელი 

გამოქვეყნდა:

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ არჩევნები არ დამთავრებულა ახლა ქუჩაში დგომა აუცილებელია. განცხადება ხიდაშელმა "მთავრი არხის" ეთერში, ეკა კვესიტაძის საარჩევნო გადაცემაში საუბრისას გააკეთა.

ახლა ქუჩაში აუცილებლად უნდა ვიყოთ. ერთი წამით არ ვაპირებ ეჭვქვეშ ამის აუცილებლობის დაყენებას . თუნდაც იმიტომ უნდა ვიყოთ, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი ჯამურად მობილიზებული იყოს მეორე ტურებისთვის, თუნდაც მიტომ, რომ იმედი არსებობდეს, ბრძოლა ჩანდეს ... სამ ფრონტზეა საბრძოლი - მეორე ტურების მოსაგებად , არჩევნები არ დამთავრებულა" ამბობს ხიდაშელი.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება Facebook-ზეც გააკეთა და დაწერა, რომ მიმდინარე პროცესებმა მას დეჟა ვუს განცდა გაუჩინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი