ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ვიდეოზარით გადაიღო, რათა "ოცნების" კანდიდატისთვის, ვასილ ჩიგოგიძისთვის ეჩვენებინა, როგორ ხაზავდა მის სახელსა და გვარს და დაემტკიცებინა, რომ ხმას ნამდვილად აძლევდა.
"არ ვიღებდი შენი ჭირიმე, ველაპარაკებოდი ადამიანს ტელეფონით, მე ვაძლევ ჩემს მოქალაქეებს ჩემს უბანში ხმას, ვინ ხარ საერთოდ, ამნაირი ტვინი საიდან გაქვს", - ასე პასუხობს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე მოქალაქის შეკითხვას, თუ რატომ იღებდა ვიდეოს ხმის მიცემისას.
კანონდარღვევაზე საჩივარი ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელმა უკვე დაწერა.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობდა.