პარლამენტში მარტო დარჩენილი "ქართული ოცნება" მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს. ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ბოიკოტს ეხმაურება და ამბობს რომ ოპოზიციას ახლა სხვა გზა აღარ აქვს - "დესტრუქცია არის ერთადერთი შანსი, რომლესაც ეჭიდებიან 2012 წლიდან" - ამბობს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე.
მისივე თქმით, ოპოზიცია მეორე ტურში საკუთარ შანსს ვერ ხედავს და სწორედ ამიტომ ამბობს უარს მასში მონაწილეობაზე.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ყველა ოპოზიციურმა ძალამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა.
იგივე გადაწყვეტილება აქვს მიღებული ჯერჯერობით "პატრიოტთა ალიანსს"