ლაშა ჟვანია ელჩობიდან გადადგა - არჩევნების შედეგების გამო დიპლომატებს პრობლემები შეექმნათ 

გამოქვეყნდა:

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. მთავარის" ინფორმაციით, მიზეზი სავარაუდოდ არჩევნების შედეგია. ჟვანია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ინფორმაციას ამოწმებს.

ჩვენი ინფორმაციით, ჟვანიამ ქართველ ემიგრანტებს დახურულ ჯგუფში სმს შეტყობინება მიწერა და უთხრა, რომ მისი მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა, რის გამოც თანამდებობას ტოვებს.

საზღვარგარეთ განთავსებულ თითქმის ყველა უბანზე, მათ შორის ისრაელში, არჩევნებში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ" გაიმარჯვა.

არჩევნების დღემ დარღვევებით ჩაიარა ისრაელში. ოპოზიციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საელჩოს წარმომადგენლებმა ემიგრანტები უბანზე ორგანიზებულად მიიყვანეს და "ქართული ოცნების" მხარდაჭერა მოსთხოვეს. "მთავარს" ამის ამსახველი შესაბამისი ვიდეოც მიაწოდეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი