ახლა პარლამენტში შესვლა ქიბარ ხალვაშის "რუსთავი 2-ში" დარჩენასავით იქნებოდა - ეკა კვესიტაძე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე სტატუსს აქვეყნებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, სადაც პარალელს ავლებს, მანდატების მიღებაზე, შესაბამისად, პარალამენტში შესვლაზე და, თავის დროზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში დარჩენაზე. 

"ახლა პარლამენტში შესვლა ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2 - ში დარჩენასავით იქნებოდა. მაშინაც გვესმოდა არგუმენტები, დარჩით და შიგნიდან იბრძოლეთო. მაშინაც ეგონათ, რომ ტელევიზიის გარეშე დარჩენილები გავმარგინალდებოდით და ვერც ახალი ტელევიზიის შექმნას შევძლებდით. მაგრამ შევძელით - 19 დღეში. ასე რომ, სტანდარტული რაციონალური გათვლები კი არა, მთავარი შინაგანი ღირსების ხმაა - ასეთ დროს, ამ ხმას უნდა დაუგდო ყური და ის აუცილებლად მოგცემს ბრძოლის ძალას", - წერს ეკა კვესიტაძე.

შეგახსენებთ, საპარლამენტო მანდატებსა და მეორე ტურში მონაწილეობაზე ძირითადი ოპოზიციის უმრავლესობამ უარი თქვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი