"ოცნების" პარლამენტი - ოპოზიცია მანდატებზე უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი მისი "ოცნებით" პარლამენტში მარტო დარჩა. "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტების ამბობენ, რომ გაყალბებული არჩევნებით ბიძინა ივანიშვილს მესამე ვადით სახელმწიფოს მიტაცება არ უნდა შერჩეს. 

კენჭისყრის შედეგებსა და ლეგიტიმურობას არ აღიარებს "ევროპული საქართველო“ მასობრივი გაყალბების, მოსყიდვის, დაშინებისა და ძალოვანის სტრუქტურების მიერ ჩატარებული არჩევნების გამო. 

პარტიის მაჟორიტარობის ორი კანდიდატი - ვაკეში ელენე ხოშტარია და მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

ოპოზიციის ბოიკოტს უერთდებიან "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" "გირჩი", "ლეიბორისტული პარტია".

მათი თქმით, ცესკოს მიერ დაწერილი მონაცემები, ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და ამომრჩეველს ოლიგარქისთვის მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის მანდატი არ მიუცია. 

ოცნებას პარლამენტში შესვლაზე უარი "პატრიოტთა ალიანსმაც უთხრა". პარტიამ საპროტესტო აქციებიც დააანონსა და ამბობენ, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ ითანამშრომლებენ და დამოუკიდებლად იმოქმედებენ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ​არალეგიტიმურობაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. 

მმართველი პარტია ირწმუნება რომ პოლიტიკურ გეგმებს არ ცვლის და ახლა მეორე ტურებისთვის მზადებას იწყებს 16 სამაჟორიტარო ოლქში. სავარაუდოდ 20 დეკემბერს როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება - დარბაზში "ოცნების" წევრები მარტოები კიდევ ერთხელ გაუფორმებენ ბიძინა ივანიშვილს მიტაცებულ სახელმწიფოს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი