საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა იწყება. ცოტა ხნის წინ ხმაური იყო საბურთალოზე, საოლქო კომისიასთან, სადაც ლეიბორისტული პარტიის სამი წევრი დააკავეს.
ადგილზე მივიდა პარტიის ერთერთი ლიდერი გიორგი გუგავა.
როგორც ლეიბორისტები ამბობენ, კომისიაში მათ დღე ის ვიდეო და სხვა მტკიცებულებები მიიტანეს, რომელშიც არჩევნების გაყალბება დასტურდება, თუმცა ამბობენ, რომ მათი საჩივრების განხილვამ ისე ჩაიარა, რომ ცესკომ ისინი სხდომაზე არ შეუშვა
საოლქო კომისიაში განსხვავებული პოზიცია აქვთ და ამბობენ რომ საჩივრების განხილვას ლეიბორისტული პარტიის ერთი წევრი ესწრებოდა, ხოლო მეორე იმ დროს მივიდა, როცა საჩივრების ნაწილი უკვე განხილული იყო.
დაკავებულებს შორის არის პარტიის საპარლამენტო სიის მესამე ნომერი მიხეილ ქუმსიშვილი