პროტესტი გლდანის ციხესთან - ოპოზიცია გიორგი რურუაზე თავდასხმას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტები გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გიორგი რურუაზე თავდასხმას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკურ პატიმარზე თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით და ხელსუფლების დაკვეთით მოხდა.

"ადამიანს, რომელიც არის საპყრობილეში და ესე ღიად თავს ესხმიან და უგზავნიან კრიმინალურ ავტორიტეტებს... ამას ჰქვია რეჟიმი, რეჟიმში ვცხოვრობთ. ბიძინა ივანიშვილს უნდა, სამაგიერო გადაუხადოს ყველა ადამიანს" - ამბობს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.

ადვოკატი ლევან სამუშია გიორგი რურუას ბიძინა ივანიშვილის ტყვეს და პოლიტპატიმარს უწოდებს. 

"უბრალოდ გამორიცხულია, თუნდაც საკანში ყოფილიყო ან საკანს გარეთ, იმ პირობებში, რა პირობებშიც იმყოფება რურუა, განხორციელებულიყო თავდასხმა პოლიტიკური ნების გარეშე." - ამბობს სამუშია.

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ გიორგი რურუაზე თავდასხმას ორგანიზებული ხასიათი აქვს. 

"მე ნამყოფი ვარ ციხეში. მე ვიცი, როგორი რეჟიმია იქ და მე ვიცი, რომ როცა გიორგი რურუა გამოდის ბადრაგთან ერთად საკნიდან, არავინ იქ, წესის მიხედვით, არ უნდა იყოს".

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას დღეს საპატიმროში თავს დაესხნენ. 

პენიტენციური სამსახური გიორგი რურუაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით წერს, რომ პატიმარი, რომელიც რურუას დაესხა თავს, ღია საკანში იმის გამო იჯდა, რომ მის საპირფარეშოში რემონტი ტარდება:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი