დამკვირვებლების შეფასებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებით გამოირჩეოდა დარღვევების სიმრავლით. ხშირი იყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.
ოზურგეთის მერმა ხმის მიცემის დროს ,,ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ვიდეო ზარით დაურეკა და აჩვენა როგორ შემოხაზა მისი ნომერი, თუმცა დამკვირვებელთა პრეტენზიები მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.
იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საარჩევნო უბანზე მისული ეთნიკურად აზერბაიჯანელი ამომრჩევლების გასაგონად მათვე ენაზე 41-ს ხმამაღლა იძახდნენ და მიუთითებდნენ ვინ შემოეხაზათ, ან მიყვებოდნენ კაბინამდე და ასე აკონტროლებდნენ ამომრჩევლის ხმას. ხშირად კაბინაში ორი ან მეტი ადამიანიც შედიოდა.
ყველაზე სერიოზულ დარღვევად დამკვირვებლები ოქმებში არსებულ დისბალანსს ასახელებენ.
ზოგიერთ შემთხვევაში გამქრალია ბიულეტინები, თუმცა ზოგიერთ ოქმში იმაზე მეტი ბიულეტენია ასახული, ვიდრე უბანზე იყო მისული ამომრჩეველი.
შემაჯამებელი ოქმის მონაცემებიდან გამქრალ 67 ბიულეტენზე საუბრობს ,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20" შემთხვევა სოფელ ყიზილაჯლოს უბანზე მოხდა.
დაფიქსირდა ამომრჩევლების კონტროლი და მოსყიდვა უბნებთან. თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში, ერთ ხმაში 40 ლარს სთავაზობდნენ.
გამოვლენილ დარღვევებზე საჩივრების უპრეცედენტო რაოდენობა დაწერეს არასამთავრობოებმა.
"ევროპული საქართველოს" კანდიდატის, ოთო კახიძის ინფორმაციით, ქუთაისში, მე-80 უბანზე, გახსნილ ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენი იპოვეს.