თიანეთის ოლქის შენობაში, სადაც რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული უკვე ჩასწორებული ოქმის გადასწორების პროცესს ხმაური მოჰყვა. ოლქის თავმჯდომარე, რომელიც მთავარი არხის გამოჩენამ გააღიზიანა პრობლემას არჩევნებიდან ორი დღის გასვლის შემდეგ ოქმის ჩასწორებაში ვერ ხედავს.
მანამდე კი თიანეთის საოლქო კომისიის წარმომადგენელმა კომისიის დანარჩენი წევრების სახლები სათითაოდ ჩამოიარა და ყოველგვარი ახსნის გარეშე ხელი ოქმის შესავსებ ბლანკზე მოაწერინა.
ირაკლი ზვიადაურმა სატელეფონო საუბარში დაადასტურა,რომ ხელი ორივე ბიულეტენის ფორმაზე ოლქის ყველა წარმომადგენელს მოაწერინა. ის რაც საოლქო კომისიის წევრმა სატელეფონო საუბარში დაადასტურა, კამერების გამოჩენისთანავე უარყო და ტერიტორია დატოვა.
არჩევნების ღამეს კომისიის წევრი თიანეთში ოქმის ფორმას თავად ავსებდა და ხელსაც თავად აწერდა.
ცესკოს რეგიონულ წარმომადგენლობაში 89 საჩივრიდან 61 გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა შეიტანა.
მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ დროისთვის მიღებულ საჩივრებში არაფერია ისეთი, რაც შედეგების გაბათილებას გამოიწვევს.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მცხეთაში არჩევნების პირველ ტურში სულ 108 ხმით იმარჯვებს, იმ დროს, როცა ჯერ კიდევ დილით "ოცნების" კანდიდატმა პირველი ტური მხოლოდ 50 ხმით გადალახა.