ზუგდიდის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების მხარდამჭერები სიებით იყვნენ მობილიზებული და არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს წინასწარ ხვდებოდნენ, მითითებას აძლევდნენ რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია და მისი მაჟორიტარი კანდიდატი შემოეხაზათ.
აგიტატორების გარდა, საარჩევნო უბნებთან აგიტაციას ეწეოდნენ საკრებულოს თანამშრომლები ქართული ოცნების პარტიიდან, თითქმის ყველა უბანზე იდგნენ ე.წ. ძველი ბიჭები.
პრობლემები იყო უბნების შიგნითაც. ოპოზიციის დამკვირვებლებს სავარაუდო გაყალბების გასაკონტროლებლად, სპეციალური სისტემის გამოყენების უფლებას არ აძლევდნენ.
საარჩევნო უბნის კომისიის ხელმძღვანელები აძევებდნენ დამკვირვებლებს ნაციონალური მოძრაობიდან და კონკრეტული დარღვევების დაფიქსირების საშუალება არ აძლევდნენ.
ფოთის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციიდან, მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნები 90 -იანი წლების სტილში ჩატარდა და ივანიშვილმა ხალხი საარჩევნო უბნებზე გაძარცვა.