
"მთავარს" ვიდეომასალას უგზავნიან ვენის ცენტრიდან, სადაც პოლიციაა მობილიზებული, ისმის სროლის ხმაც. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმაა. გავრცელებული ცნობით, სროლა ერთდროულად ქალაქის რამდენიმე ადგილას მოხდა. არიან დაშავებულებიც.
პოლიცია მოსახლეობას შინ დარჩენას ურჩევს.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ავსტრიაში წესები გამკაცრდა და ხვალიდან, საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათი გამოცხადდება. დაიხურება რესტორნები და ბარები.