ვენაში 1 თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ - საკონსულო ქართველ ემიგრანტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენაში მცხოვრებ ქართველებს ტერაქტის გამო სიფრთიხლისკენ მოუწოდებს. პოლიციელები კი ამ დრომდე ეძებენ 1 თავდამსხმელს. 

"მთავარი არხი" ესაუბრა ავსტრიის დედაქალაქში მცხოვრებ ემიგრანტს, ირმა ცირამუას. 

"საქართველოს საკონსულოს გარდა, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს იფორმაციას, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. ქალაქში მობილიზებულები არიან ძალოვანი უწყებები 1 ტერორისტის დასაკავებლად. შეზღუდულად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ვენაში იგრძნობა დაძაბულობა და შიში", - ამბობს ცირამუა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის, 3 მშვიდობიანი მოქალაქე და 1 თავდამსხმელი. 

06:30 საათის ანგარიშით, ავსტრიის დედაქალაქის ძალოვანი უწყებები ადასტურებენ, რომ დაღუპულთა გარდა, ამ დროისთვის მძიმედაა დაშავებული 15 პირი, მათ შორის, პოლიციის ოფიცერი. ამასთან, შემთხვევას უკვე მიენიჭა ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია და დასტურდება მისი ისლამისტური მოტივიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი