პარლამენტში შესვლა "ოცნებაში" შესვლას ნიშნავს - ოპოზიცია ერთობლივ გეგმაზე შეთანხმდა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. პარტიები თანხმდებიან, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს და საკუთარ მანდატებზე უარს ამბობენ. დღეს შეკრებილი ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი რამ ქვეყნის ისტორიაში არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ გაყალბებაზე საუბარი ადრეც იყო. 

"არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს ივანიშვილის მიერ მოპარული არჩევნების ლეგიტიმურებას და შესაბამისად არცერთი პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა არ აპირებს რომ პარლამენტში შევიდეს. იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს", - თქვა ენმს-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტში შესვლა "ქართულ ოცნებაში" შესვლას ნიშნავს და არა პარლამენტში შესვლას.

"მე ვარ ამაყი, რომ სრულიდ საქართველოს ოპოზიციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს ერთსულოვნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ან გვექნება ახალია რჩევნები, ან მივიღებთ ივანიშვილის ჯამახერიას, რომელიც ასევე ჩამოიქცევა, რადგან ერთპარტიულ პარლამენტს ქართული საზოგადოება არ მიიღებს", - თქვა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე ყველა მათგანი უარს იტყვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი