ხმაურიანი პროტესტი ცესკო-სთან - აქციის მონაწილეებს დღეს შენობასთან რკინის კონსტრუქციები და ასობით სამართალდამცველი დახვდათ, თუმცა რკინის ჯებირებზე ბრახუნით სცადეს თამარ ჟვანიასთვის ხმა მიეწვდინათ.
შეკრებილებს ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ. ისინი ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი საარჩევნო კომისიის შენობამდე გზა კოლონებით მსვლელობით გააგრძელეს. აქციის მონაწილეებმა ჟვანიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არჩვენების ხელახალი ჩატარება მოითხოვეს.
აქციის პარალელურად ჟვანიას უწყებაში დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმ დარღვევებზე მსჯელობდნენ, რაც საარჩევნო პროცესში დაფიქსირდა. მესამე სექტორი ოქმების დეტალურად შესწავლის შემდეგ მის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
თამარ ჟვანიამ დიპლომატიური კორპუსის და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან აქციის მონაწილეები შეხვედრის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
როგორც ჟვანია განმარტავს, ცესკო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, თუმცა როგორ აპირებს მეორე ტურის ჩატარებას მაშინ, როდესაც პირველი ტურის შედეგებს ოპოზიცია არ არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს, ეს არავინ იცის.