დიდი ოპოზიციური შეთანხმება - პოლიტიკური გადაწყვეტილების სამართლებრივი პროცესი

გამოქვეყნდა:

ყველა ოპოზიციური პარტია საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს. არჩევნებიდან მესამე დღეს ხელისუფლების ოპონენტები ერთად შეიკრიბნენ და ხელმოწერით უთხრეს ოლიგარქს, რომ მან არჩევნები მოიპარა 

მოთხოვნა ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში  განმეორებითი არჩევნების ჩატარებაა. 

ოპოზიციის ერთიანობის დოკუმენტში განმარტებულია, რომ 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნები ოლიგარქის ხელისუფლებამ მასობრივი დაშინებისა და გაყალბების პირობებში ჩაატარა. ოცნებამ არჩევნების შედეგები დაამახინჯა, რაც პირდაპირ ამტკიცებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილისთვის მესამე ვადით მმართველობის მანდატი არ მიუციათ. 

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მეათე მოწვევის პარლამენტს ამ დოკუმენტით პოლიტიკური ლეგიტიმაცია უკვე არ აქვს.

ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები  დარწმუნებულები არიან, რომ ოლიგარქი ყველა ოპოზიციონერის მოსყიდვას სათითაოდ დაიწყებს, თუმცა რამდენად გამოუვა გადაბირების სპეცოპერაცია რთული სათქმელია.

ბიძინა ივანიშვილს მისი თანაკურსელი და ახლო მეგობარი თამაზ მეჭიაურიც განუდგა, რომელიც ოცნებას არჩევნების მასობრივ გაყალბებაში სდებს ბრალს. 

ოპოზიციის ერთიანობის დოკუმენტზე "პატრიოტთა ალიანსის" ხელმოწერა არ არის, თუმცა საგანგებო განცხადება პარტიის ლიდერებმა დამოუკიდებლად გაავრცელეს და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი