ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც არ დადგა ამ ქვეყანაში, ამიტომ ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შევიდეს - ქადაგიძე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში, ეკა კვესიტაძის გადაცემაში "ღამის მთავარი" წამყვანის შეკითხვაზე, რა არის მისი სინდისის კარნახი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პასუხობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შევიდეს. 

ეს არჩევნები არ ასახავს რეალურ შედეგებს და ასე ფიქრობს ამომრჩეველთა 55%-ზე მეტი, პრაქტიკულად, არავინ, ხელისუფლებაში მყოფთა და მათი მხარდამჭერების გარდა, არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება. ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ აქვს მკაფიო გეგმა და რაც შეეხება გამოცდილებას, აგერ გვაქვს გამოცდილება ყირგიზეთის, როცა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ხალხის ზეწოლას და შეიცვალა, ასევე გვაქვს გამოცდილება ბელორუსის, სადაც ხალხი გამოდის და არ იღლება პროტესტით, რომ არ ვისაუბროთ ისეთ გამოცდილებაზე, რაც არის ცოტა უფრო შორს, ჰონგკონგში, სადაც საპროტესტო გამოსვლები არ წყდება, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ "ღამის მთავარში. 

გიორგი ქადაგიძის თქმით, არგუმენტები არსებობს როგორც პარლამენტში შესვლის, ასევე, არშესვლის წინააღმდეგ, მაგრამ ხალხმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომელიც არ დადგა ამ ქვეყანაში, ამიტომაც, ბოიკოტი და მანდატებზე უარის თქმა სრულიად ლოგიკური იქნებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი