ქსნის ციხის შედეგი გაუქმებულია - მცხეთა-მთიანეთში მეორე ტური დაინიშნება

გამოქვეყნდა:

მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე, ქსნის პენიტენციური დაწესებულების საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი განიხილა. 

უბანზე სულ 161 ამომრჩეველია, მაგრამ ოქმზე 641 ხელმოწერა აღმოჩნდა, რის გამოც უბნის შედეგები გაუქმდა. არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი 50%-ს სულ 108 ხმით გადასცდა, 641 ხმის ჩამოკლების შემდეგ კი შალვა კერესელიძე ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, 1 ნოემბერს, გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვით მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში, "ოცნების" კანდიდატს შალვა კერესელიძეს 50,1% ჰქონდა, ხოლო "ენმ-ძალა ერთობაშიას" კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს - 33,42%

ცესკოს საბოლოო მონაცემები რეგიონებში მაჟორიტარული ოლქების მიხედვით
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი