
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "შერატონის" წინ, სადაც აქტივისტები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ 20 კაცი იყო შეკრებილი, რომელთა შეკრებაც "ნაციონალურ მოძრაობას" არ უჭირს. ამ თემაზე მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
"ამასობაში მეგობრებმა მითხრეს, რომ სანამ კითხვა დასვით, აქცია დაშლილა და მანამდე 20 კაცი იყო შეკრებილი. 20 პროტესტანტის შეკრება ნაცმოძრაობას არ უჭირს, ბოლო დროს, მანამდე 200-ს კრებდნენ, ახლა 20 კაცზე არიან ჩამოსულნი. ეს არის საზოგადოებაში არსებული განწყობა, მათ შორის ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ნოემბერს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ეუთო/ოდირის მისიას "შერატონში" ხვდებოდნენ. შეხვედრის პარალელურად აქტივისტები აქციას მართავდნენ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.