არჩევნების გაყალბებას არ შევეგუებით - გაერთიანებული იპოზიცია გლდანში აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

"ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია" გლდანში აქციას მართავს, ისინი მოქალაქეებს კვირას, 8 ნოემბერს, 6 საათხზე პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ხალხმა თავიანთი ხმა უნდა დაიცვას. 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები დღეს ფლაერებს სხვადასხვა უბნებში დაარიგებენ.

"ჩვენ ყველანი ვითხოვთ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს, არ ჩატარებულა, გლდანში ვიმყოფებით ხო?! სადაც უნიკალური ერთობა იყო, რა არ იკადრეს, იარაღიანი ხალხი დარბოდა... ყველაფერი გააკეთეს, რომ პირველ ტურში ოპოზიციას არ გაემარჯვებინა. არჩევნების ჩატარებას ვითხოვთ თავისუფალ გარემოში და მივაღწევთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ", - თქვა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, აუცილებლად დადგება კონკრეტული შედეგი და ბიძინა ივანიშვილი ხელახალ არჩევნებს ჩანიშნავს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა მსგავსი შინაარსის აქციები სხვადასხვა უბნებში გამართეს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი