ვნახოთ, როგორ შევლენ და ჩაატარებენ სხდომას, "ოცნების" ვაჟკაცი დეპუტატები - გიგი უგულავა დაგეგმილ აქციაზე

გამოქვეყნდა:

მასობრივად გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი ამჯერადაც რუსთაველის გამზირია. ოპოზიცია სრული შემადგენლობით უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე, არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საკუთარ მხარდამჭერებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს .

კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილ მასშტაბურ აქციამდე პარლამენტის შენობასთან მუდმივად შენარჩუნდება წინააღმდეგობის კერა და დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გაიმართება. მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია.

"თუ ახლა არ წავა "ქართული ოცნება", ჩვენ დავანახებთ ხალხის ძალას - პირველი დიდი, მძლავრი აქცია ჩატარდება კვირას 3 საათზე, და შემდეგ დაანონსდება, როგორც კი დასახელდება თარიღი, როდესაც პირველი "გამაპრავებელი" სხდომა ჩაინიშნება, შამანობით და თაღლითობით შექმნილი პარალამენტის, იმ დღეს იქნება გრანდიოზული აქცია და ვნახოთ, ერთი, "ქართული ოცნების" ვაჟკაცი დეპუტატები, როგორ შევლენ და ჩაატარებენ ამ სხდომას, როდესაც 100 ათასობით ადამიანი იქნება გამოსული და გააპროტესტებს ამ თაღლითობას" - ამბობს გიგი უგულავა. 

"კვირას ველოდებით ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ ქვეყანაში რამე შეიცვალოს" -  ამბობს გურამ ჩალაგაშვილი, "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი.

დავით ჭიჭინაძე კი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" კომუნისტური პარტიასავით იქნება მარტო პარლამენტის შენობაში - ეს არის  30 წლით უკან დაბრუნება, მარტო დარჩენილ ოცნებას ისეთივე განაჩენს გამოუტანს ქართველი ხალხი, როგორც მაშინ, 28 ოქტომბერს, კომუნისტური პარტია დამარცხდა - ამბობს დავით ჭიჭინაძე. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პარლამენტის წინ აქცია გუშინ, 1 ნოემბერსაც, გამართა.  

ამის პარალელურად კი, პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვეს "ნაციონალურმა მოძრაობამ""სტრატეგია აღმაშენებელმა", "ევროპულმა საქართველომ""ლელომ", "გირჩმა" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" .

პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი