"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ანზორ ბიწაძის ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე, მათი პარტიის წევრი ოთარ თავართქილაძე დააკავეს, ხოლო ცესკოში მათი ოფიციალური წარმომადგენელი, საოლქო კომისიის სხდომიდან გამოაძევეს.
ბიწაძე ამბობს რომ დაკავების პარალელურად თავართქილაძეს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, თითქმის ყველა საოლქო კომისიასთან ამ წუთებში მწვავე პროტესტია. არის დაპირისპირებებიც. საოლქოებთან მობილიზებულია პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა.