მოვიდა დავალება, რომ საჩივრები აღარ განიხილონ - ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

დღეს მოვიდა დავალება, რომ არც ერთი საჩივარი აღარ განიხილონ - განცხადება ამის შესახებ ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში, ხატია დეკანოიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ისნის საოლქო კომისიასთან, ისევე როგორც დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში, უკვე 1 საათზე მეტია მწვავე პროტესტია.

კომისიებში ოპოზიციის წევრებსა და მათ წარმომადგენლებს არ უშვებენ. საარჩევნო კომისიებმა საჩივრები უნდა განიხილონ, სწორედ ამ სხდომებზე დასწრებას ითხოვს ოპოზიცია სრული შემადგენლობით. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ შენობაში დეპუტატებს და დეპუტატობის კანდიდატებს შესვლის უფლება აქვთ, ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომებზე არ უშვებენ, ხოლო მათ ვინც უკვე სხდომაზე იყო, გარეთ აძევებენ.

თბილისის გარდა, პროტესტია რეგიონებშიც. აქციის მონაწილეები იკრიბებიან ბათუმში, ასევე იმერეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი