საბურთალოზე, 52-ე უბანში, ოპოზიციას არ უშვებენ, კომისიის სხვა წევრები კი, ოქმების გადასაკეთებლად, უკანა კარიდან შეჰყავთ

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, საბურთალოზე, 52-ე უბნის კომისიის ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაზე მუშაობენ, შენობაში უკანა კარიდან შეჰყავთ და არ უშვებენ ოპოზიციონერებს.  ეს ინფორმაცია "მთავარს" მაყურებელმა მიაწოდა. 

აღასანიშნავია, რომ საჩივრების განხილვა დღეს 20:00 საათზე დაიხურა, თუმცა, ოპოზიცია აპროტესტებს, რომ განხილვაზე, ფაქტობრივად, ისინი არსად არ დაუშვეს. 

სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი თავის ამომრჩეველთან ერთად იმყოფება და ხალხს 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამის საფუძველს თუნდაც ის ერთი კონკრეტული ფაქტი აძლიერებს რომ სამგორის 87-ე უბანში ბიულეტენები ნაგავში გადაყრილი აღმოაჩინეს. 

ამ დროისთვის თბილისის რამდენიმე უბანში, საუბნო და საოლქო კომისიების შენობებთან დაპირისპირება გრძელდება, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საჩივრების განხილვაზე არ უშვებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი