ისნის საოლქო კომისიასთან დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარებას ელოდებიან.
ისანში, ისევე როგორც დედაქალაქის სხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან, საჩივრების განხილვის ბოლო დღეს, მასშტაბური საპროტესტო აქციები ჩატარდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები, მაჟორიტარობის კანდიდატები და მათი მხარდამჭერები საოლქო კომისიების შემაჯამებელ სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, თუმცა სამართალდამცვლები მათ ამის საშულებას არ აძლევენ.