"ქურდებო!"; "მონებო!" - პროტესტი სამგორის საოლქო კომისიის შენობასთან, სადაც ყველა სადაო ოქმი "ოცნების" სასარგებლოდ გადაწყდა

გამოქვეყნდა:

სამგორის საარჩევნო ოლქში, საოლქო-საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან, ამომრჩევლებთან ერთად იმყოფება ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი, მობილიზებულია პოლიცია. 

ამ ოლქში, ერთერთ უბანში, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნაგავში გადაყრილი ბიულეტენები აღმოაჩინეს. 

ამას გარდა, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებმა, რომლებსაც სადაო ოქმების განხილვაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ და შენობაში შეიყვანეს, ცოტა ხანში საოლქო კომისიის შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადაეს, რომ ყველა სადაო ოქმი და საჩივარი "ოცნების" სასარგებლოდ გადაწყდა და იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა. 

შეგახსენებთ, საპროტესტო გამოსვლები საუბნო და საოლქო კომისიის შენობებთან ამ დრომდე გრძელდება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, წყალტუბოში. ბათუმში არიან დაშავებულები, ხოლო თბილისის სხვადასხვა უბნებზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, აქციის მონაწილეები დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი