ანა მიქელაძე უარს აცხადებს ბრიფინგის ჩატარებაზე - "ლელოს" მიმართვა ცესკოს, პრესსპიკერს და მოსახლეობას

გამოქვეყნდა:

"ლელო" ცესკო-ს პრესსპიკერს მოუწოდებს, გამოვიდეს და თქვა, რა ხდება რეალურად ადმინისტრაციაში. პარტიის წევრებმა ანა მიქელაძეს საგანგებო ბრიფინგიდან მიმართეს:

ზუსტი ინფორმაცია გვქვს, რომ ანა მიქელაძე ახლა უარს აცხადებს ბრიფინგის ჩატარებაზე და ამ უმსგავსობის დაკანონებასა და ამ ყველაფრის საჯაროდ ლაპარაკზე. მოვუწოდებ ანა მიქელაძეს, გამოიჩინოს სამოქალაქო პატრიოტიზმი, დადგეს სიმართლის მხარეს, გამოვიდეს და თქვას, რა ხდება ამ დღეების მანძილზე შიგნით" ამბობენ პარტიაში.

"ლელო" წევრებმა დღეს მოსახლეობასაც მიმართეს და საოლქო კომისიებთან მისვლისკენ და საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდეს. 

შეგახსენებთ, ცესკოში დღეს დილიდან ბრიფინგებს პრესსპიკერი ნაცვლად, HR მართავს.

პრესსპიკერის დაბლოკვის მიზეზების ახსნა ცესკოში მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თემით "მთავარი არხი" დაინტერესდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი