კობახიძე პარტიებს დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება - შანტაჟი ოპოზიციის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

თუკი ოპოზიციური ძალები ერთიანობას შეინარჩუნებენ და მოპარული შედეგების და უპრეცედენტოდ გაყალბებული არჩევნების გამო პროტესტს გააგრძელებენ, მაშინ პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ- ასეთია ირაკლი კობახიძის სურვილი. 

"ენმ"-ს, "რესპუბლიკური პარტიისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები ყოფილ სპიკერს "ოცნების" მიერ, არჩევნებამდე 1 თვით ადრე მიღებულ კანონს ახსენებენ, რომლის თანახმადაც პარტიათა დაფინანსების ფორმულა მხოლოდ ამომრჩვლის ხმებზეა დამოკიდებული და არა საპარლამენტო მანდატებზე. 

"გირჩისთვის" ოცნების ეს ინიციატივა საბჭოური გადაწყვეტილებაა, როდესაც კომუნისტური პარტია საკუთარი გემოვნებით ერთპარტიულად განკარაგავდა ბიუჯეტს და თავად ანაწილებდა სახელწიფოს შემოსავლებს. 

კანონის თანახმად, 50 ათასი ხმის ქვევით, თითო ამომრჩეველზე პარტია 15 ლარს იღებს, ხოლო 50 ათასიანი ზღვრის გადალახვის შემდეგ ერთი ხმა 5 ლარამდე მცირდება. ასე რომ დაფინანსების ახალ ფორმულას კავშირი საერთოდ არ აქვს ეყოლება თუ არა პარტიას საპარლამენტო წარმომადგენლობა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი