გაუქმებული ბიულეტინები, დაუბალანსებელ ოქმები, კარუსელები და ხელით გადაკეთებული რიცხვები - ოპოზიცია გაყალბების სქემაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

4 000 137 ბიულეტინი ისნის ოლქშია გაბათილებული. 81 საარჩევნო უბნიდან კი 45 უბანზე ერთმანეთს არ ემთხვევა ამომრჩეველთა და ბიულეტენების რაოდენობა. 

ცარიელი კონვერტები აღმოჩნდა საარჩევნო ყუთებში.

ეს კი ოპოზციის მტკიცებით ადასტურებს, რომ მმართველმა გუნდმა ე.წ კარუსელით ხმები მიითვისა. 

"ენმ" 45-ე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს, მათ შორის 78-ე  უბნის, სადაც სპეციალური სიებით ხმა 399-მა სამართლადამცველმა მისცა.

სამგორში, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ოქმებში კარგად ჩანს ჩასწორებული ციფრები მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ.

300 ხმით მეტი დაუწერეს აზერ სულეიმანოვის კონკურენტს ,,ქართული ოცნებიდან ზაურ დარგალს. მარნეულის 69-ე უბანზე. 

მე-11 მაჟორიტარულ ოლქში მე-15 უბანზე 117 ბიულეტენი გაბათილდა. ცესკოს საიტზე ატვირთულ ოქმში კი ერთიანები გადახაზულია და მხოლოდ 7 ბიულეტინია გაბათილებული. 

ცეზარ ჩოჩელი დარწუნებულია რომ ესეც მმართველი გუნდიდან, მისი კონკურენტის სასარგებლოდ გაკეთდა. 

ამავე ოლქში, ქსნის ციხეში გახსნილ 46-ე სპეც უბანზე 161 ამომრჩეველია, თუმცა ოქმში მათი რაოდენობა 480-ით არის გაზრდილი და ხმებიც ,,ქართული ოცნების'' მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ დაწერილი. 

სამგორის ოლქის 97-ე უბანზე ფიქრია ჩიხრაძეს 0 ხმა ჰქონდა, თუმცა ხელახალი გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა რომ მას 54-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ამავე უბნის შემჯამებელ ოქმში "ლელოს" 20-დან მხოლოდ 6 ხმა ეწერა, 14 ხმა გაქრა. 97-ე უბანზე ხმები დაკლებული აქვს სხვა ოპოზიცური პატიებსაც. 

ამომრჩეველთა და ბიულეტენების რაოდენობას არ ემთხვევა საბურთალოს ოლქის თითქმის ყველა უბანზე. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის რომ მათ პარტიას ხმები დააკლეს ამას ის მთაწმიდნაზე იმ უბნის მონაცემებიც ადასტურებს სადაც ხმა მისი ოჯახის წევრებმა მისცეს.

სამი ათასზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა ვაკის ოლქში. ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ეს სპეციალურად ხდებოდა და ოპოზიციის სასარგებლო ბიულეტინებზე კომისიის წევრები ხელს არ აწერდნენ ან სპეციალურად არ არტყამდნენ ბეჭედს. ამავე ოლქში 299 ბიულეტენი დაკარგულია. 

საჩხერე -ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში, ერთ -ერთ უბანზე შემაჯამებელ ოქმში 704 ამომრჩეველია დაფიქსირებული, თუმცა ხმა 765 - მა მისცა.

უკვე ცნობილია, რომ ათზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება, თუმცა ოპოზიცია არც მეორე ტურში მონაწილეობას და არც პარლამენტში შესვლას აპირებს. ისინი არჩევნებს გაყალბებას კვირას, მასშტაბურ აქციაზე გააპროტესტებენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი