გოგი წულაია მოსახლეობას 8 ნოემბრის აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. "თავისუფალი საქართველოს" წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ახლა ხალხს დასცინის:
"მე ამ წუთას ყველაზე უფრო რა მაშფოთებს იცი? არჩევნები რომ გაგვიყალბეს ეს რა თქმა უნდა, მაგრამ თალაკვაძის და კობახიძის ცინიკურ, უტიფარ სახეებს, რომ ვნახულობ, ესაა კატასტროფა. 8 ნოემბერს, ადამიანებო, ვისაც მოგწყინდათ კობახიძის უტიფარი სახე, აუცილებლად გამოდით" ამბობს წულაია "მთავარი არხის" ეთერში.
ის "ქართული ოცნების" წევრებსაც მიმართავს, "ნუ ჩაყვებიან საფლავში" ბიძინა ივანიშვილს.
შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, კვირას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას მასშტაბურ აქციაზე გააპროტესტებს.