პოლიტიკოსებმაც, "ქურდებმაც", შნირებმაც, ასე ერთად სახე როგორ დაკარგეთ? - ელისო კილაძე

გამოქვეყნდა:

გაზეთ ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ამბობს, რომ ხელისუფლების ძირითადი დასაყრდენი არჩევნების დღეს ე.წ. ძველი ბიჭები, "მეტადონშიკები" და კრიმინალები იყვნენ.

მისივე თქმით, ამ მოკრიმინალო ელემენტებმა მასზე შეტევაც სცადეს, როცა გადაღება დაიწყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ:

ქართულ ოცნებას რატომ ჰგონია, რომ ამ კრიმინალების ვინმეს ეშინია, ან რატომ გეგონათ, რომ მე შემეშინდებოდა და გადაღებას შევწყვეტდი, ეს თქვენ გეშინიათ მათი, მათზე ხართ დამოკიდებული და იმიტომ, კრიმინალები გასხედან თავზე და, ძალიან უცნაური ამბავი იყო, მე, ჟურნალისტი, როცა ვიღებდი და დაინახეს, რომ მათი არ შემეშინდა, კადრში მეუბნებოდნენ "ორმოცდაერთი, ორმოცდაერთი..." - ესენი ხვალ უბნის ბირჟებზე დადგებიან და ძველ ბიჭობაზე ექნებათ პრეტენზია... ხალხო, სად წახვედით საერთოდ, მე ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე და ხელისუფლებასთან "ქურდების" ურთიერთობას სხვა სახელი ერქვა, მაგას ეთერში ვერ ვიტყვი და ხალხო, სად წახვედით, საერთოდ? პოლიტიკოსებმაც, "ქურდებმაც", შნირებმაც, ასე ერთად სახე როგორ დაკარგეთ? - ამბობს "ღამის მთავარში" ელისო კილაძე. 

შეგახსენებთ, არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, ცესკომ არჩევნების შედეგები გააყალბა.  ოპოზიციურმა პარტიებმა სრული შემადგენლობით უარი თქვეს მოპოვებულ მანდატებზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი