ცესკო-მ საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის შედეგები უცვლელი დატოვა

გამოქვეყნდა:

საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, უბნების გადათვლის მიუხედავად, შედეგები უცვლელი დარჩა.

ცესკოს HR გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ  საჩივრების განხილვა დასრულდა ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებშიც და რა გადაწყვეტილება მიიღეს, ხვალ დილით გახდება ცნობილი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც საარჩევნო უბნის შედეგი დარჩა უცვლელი. გადათვლის შედეგად ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები. 

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებელი ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის საფუძველზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, თუმცა ამ პროცესის შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება.

რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი და ჩვენ ხვალ დილით მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას შედეგების შესახებ - ამბობს კალანდარიშვილი.

შეგახსენებთ საოლქო კომისიების შემაჯამებელი სხდომები, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ დედაქალაქში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. თითქმის ყველა უბანში პროტესტი ერთდროულად დაიწყო. ისნის საოლქო კომისიასთან კი დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 6 პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი