ცესკო-მ არჩევნების ღამეს გაყალბების საწინააღმდეგო პროგრამა გამორთო

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში ცესკო-მ ოქმების ატვირთვა შეაჩერა,  გაყალბების საწინააღმდეგო პროგრამა გამორთო და ამის შემდეგ დაიწყო დაუბალანსებელი ოქმების ატვირთვა ქსელში.

"როგორც ჩვენთვის ცესკო-დან მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, თამარ ჟვანიას ბრძანებით, გამორთეს გაყალბების საწინააღმდეგო პროგრამა და ასე დაიწყო ოქმების გადაკეთება ოცნების სასარგებლოდ და დაუბალანსებელი ოქმების ატვირთვა ქსელში"- ამბობს ჟურნალისტი თეა ადეიშვილი "ღამის მთავარის" საგანგებო ეთერში.

გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ  მას შემდგ მიიღეს, რაც ნახეს რომ არჩევნები "ქართული ოცნებისთვის" არასასურველი შედეგით დასრულდა. პროგრამის გამორთვის უფლება კი ცესკო-ს თავმჯდომარის მითითების გარეშე, არავის აქვს.

ცნობისთვის, გაყალბების საწინააღმდეგო პროგრამა კომპიუტერში არ ტვირთავს ოქმებს, რომელიც დაუბალანსებელი და არაზუსტია და მისი დამცავი მექანიზმი ავტომატურად აგდებს პროგრამიდან ასეთ დოკუმენტს. 

დაინტერესების შემთხვევაში, სამართალდამცავ უწყებას წესით არ უნდა გაუჭირდეს ამ ინფორმაციის დადგენა და მოკვლევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი