ისანში, საოლქო კომისიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდა

გამოქვეყნდა:

ისანში, სადაც საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ცოტა ხნის წინ პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები და მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე დააკავა, ამ დრომდე რჩებიან ოპოზიციის ლიდერები.

საოლქო კომისიასთან პროტესტის ნიშნად მივიდა შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც მისი შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის შემდეგ პასუხს შსს-ს სთხოვდა და საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე უწყვეტ რეჟიმში მართავდა

ეს მხოლოდ გაყალბება კი არა, პუტინის დავალების შესრულება იყო. ბიძინა ივანიშვილმა და ოცნებამ ძალიან კარგად იციან, რომ მიდიან, ამიტომ, საქართველოში თუ რამე იყო დემოკრატიის ნიშნები, ამით ყველაფერი ჩაკლეს. დაკავებული ადამიანები არიან სისტემის მსხვერპლი, სისტემა კი ჩამოშლილია, ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ზურგჩანთასავით აჰკიდა პოლიციას, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

შეგახსენებთ, ისნის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობასთან ათამდე აქტივისტია დაკავებული.  

აქვე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობასა და თბილისში სპეცოპერაცია 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა, რა დროსაც სპეცრაზმი მაჩალიკაშვილების სახლში შეიჭრა და საძინებელში, საწოლში მყოფი თემირლან მაჩალიკაშვილი თავში დაჭრა. სუს-ი მაშინ აცხადებდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს, თუმცა, საქმეში ნივთმტკიცების სახით ხელყუმბარა არ ფიგურირებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი