264 ხმა ჯო ბაიდენს, 214 დონალდ ტრამპს

გამოქვეყნდა:

ბოლო მონაცემებით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს. მონაცემები სულ რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

შეგახსენებთ, სულ მცირე 270 ხმაა საჭირო იმისათვის რომ პრეზიდენტი აირჩეს, რადგან ამას ხმათა საარჩევნო კოლეგია წყვეტს, რომელიც  538 წევრისგან შედგება.

ხმების დათვლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, შესაძლოა, დროში გაიწელოს ფოსტით მისული ხმები. 

ასევე აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს, სადაც ძალიან მაღალი იყო ამომრჩევლთა აქტივობა კორონავირუსის ახალი რეკორდია - +83,465 ინფიცირების შემთხვევა და 949 გარდაცვლილი. 

უფრო მაღალ მონაცემებს იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნების დღეს, კორონავირუსის 91,530 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 1,130 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი