ჩვენს დამკვირვებელზე იძალადეს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწემ - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

გუშინ, 4 ნოემბერს ისანში დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა, ისინი შემთხვევის ადგილიდან "ინგოროყვას" კლინიკაში გადაიყვანეს.

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას დაზიანებები ისნის საოლქო კომისიიის თავმჯდომარის თანამშრომელმა მიაყენა. მეორე პირის შედაებით მსუბუქი დაზიანებები აქვს.

ერთი არის ჩვენი დამკვირვებელი, რომლზეც ფიზიკურად იძალადეს, მათ შორი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თნამშემწემ, რომელიც შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ ჯერ არ ვიცით დააკავეს თუ არ დააკავეს. ეს ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში. მეორეზე პოლიციამ იძალადა მხარი აქვს ამოგდებული, დაბეჟილოვ აქვს, - ამბობს ხატია დეკანოძე. 

შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ ხსდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ კომისიამ განუხილველად დატოვა ოპოზიციის ყველა საჩივარი, ხოლო ყველა სადაო ოქმი "ოცნების" სასარგებლოდ შესწორდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი