ხმაური გურჯაანში - ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ

გამოქვეყნდა:

არჩევნების გაყალბებას ხმაური მოჰყვა გურჯაანშიც. საოლქო კომისიასთან შეკრებილი ოპოზციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციას, ოლიგარქის დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ. აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ შემაჯამებელი ოქმების ბალანსი თითქმის ყველა უბანზე დაირღვა, თუმცა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, გუშინ არცერთი საჩივარი არ განიხილა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, თემურ ბუწაშვილი ამბობს, პასუხისმგებელმა პირებს რეაგირება არ ჰქონდათ დარღვევებზე: გამქრალ ბიულეტენებზე, ხელმოწერები, რომელიც მისულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე ბევრად მეტი იყო, ე.წ. კარუსელზე. 

უმძიმესი დარღვევების ფონზე საოლქომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ კონკრეტული სამართალდარღვევის მიმართ მოეხდინა რეაგირება, მათ შორის სამართლებრივი რეაგირება - ამბობს თემურ ბუწაშვილი

გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გუშინ,4 ნოემბერს, შემაჯამებელი ოქმების ბალანსის დარღვევის მიუხედავად არცერთი საჩივარი არ განიხილა.

ითხოვდნენ, იყო დაყენებული მოთხოვნა გახსნასთან დაკავშირებით, დადგა საკითხი გახსნასთან დაკავშირებით, კომისიამ ამ გადაწყვეტილებას არ დაუჭირა მხარი, შესაბამისად მეც ვთვლი, რომ არ იყო გახსნის საჭიროება. თუმცა კი ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება, - თქვა მაია ჩუთლაშვილმა 

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 ნოემბერს არჩევნების გაყალბებას და სადაო ოქმების განხილვაზე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის დასწრების უფლების შეზღუდვას აპორტესტებდნენ: თბილისი რამდენიმე უბანში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, წყალტუბოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი